logo
ENG

სებ: ტურისტულ ზონებში ვალუტის გადამცვლელ 2 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდა, 11 დაჯარიმდა

27 ივლ 202117:08
3 წუთის საკითხავი
clock 281
2021/07/27/32tutmax749exqx.jpg

ეროვნულმა ბანკმა, თბილისის ტურისტულ ზონებში ჩატარებული შემოწმების შედეგად, ვალუტის გადამცვლელ ორ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა, თერთმეტს კი ფულადი ჯარიმა დააკისრა.

სებ-ის ინფორმაციით, სავალუტო პუნქტები მომხმარებლებს არ აწვდიდნენ ინფორმაციას ვალუტის გადაცვლის ოპერაციების შესახებ. კერძოდ, მათ არ ჰქონდათ მითითებული ინფორმაცია საყურადღებო კურსის შესახებ და ასევე არ ახდენდნენ ანგარიშსწორების შემდგომ ქვითრის ამობეჭდვას და მომხმარებლებისთვის გადაცემას.

"დაფიქსირდა სარეგისტრაციო მოთხოვნების დარღვევის ფაქტებიც, კერძოდ, არ ხორციელდებოდა ოპერაციების სრულყოფილი აღრიცხვა, ამასთან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები არ იყვნენ აღჭურვილი საჭირო ტექნიკური საშუალებებით", - ნათქვამია განცხადებაში.

ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებლებს, ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და ტრანზაქციის შესრულებამდე გადაამოწმონ გაცვლით კურსთან და მომსახურების საკომისიოსთან დაკავშირებული ინფორმაცია.

"იმ შემთხვევაში, თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - 2 406 406 ან მოგვწეროთ - cp@nbg.gov.ge", - ამბობენ სებ-ში.

close დახურვა