logo
ENG



სიმონიშვილი მთავარ არხზე: ეს შემოწმება, შესაძლოა, პოლიტიკურ მიზნებს უკავშირდებოდეს

27 ივლ 202118:39
3 წუთის საკითხავი
clock 1088
2021/07/27/rjub1scoq79hlqj.jpg

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ მთავარ არხის გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახურის შესვლა, შესაძლოა, "პოლიტიკურ მიზნებს უკავშირდებოდეს".

როგორც სიმონიშვილმა აღნიშნა, აქამდეც ყოფილა შემთხვევები, როდესაც ფინანსური შემოწმებები იყო "ამორჩევითი" და კონკრეტულ კრიტიკულ მედიებს "საეჭვოდ უკავშირდებოდა".

"ადრეც გვითქვამს, რომ კონკრეტული საგადასახადო, ფინანსური შემოწმებები იყო ამორჩევითი და საეჭვოდ უკავშირდებოდა კონკრეტულ კრიტიკულ მედიებს, სწორედ იმ მიზნით, რომ ამ მედიების საქმიანობასთან მიმართებით ხელისუფლებას თავისი ფინანსური ინსტრუმენტები გამოეყენებინა.

მაშინ, როდესაც ამ მედიასაშუალების და მისი თანამშრომლების მიმართ ჩვენ ვნახეთ არაერთი ძალადობრივი ქმედება, სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, აქ კიდევ ერთი კავშირი დავინახოთ იმისა, რომ ხელისუფლება უკვე მორიგ ინსტრუმენტს იყენებს და ეს ყველაფერი გარკვეულ პოლიტიკურ განცხადებებთანაც არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს შემოწმებაც შესაძლებელია, რომ გარკვეულ პოლიტიკურ მიზნებს უკავშირდებოდეს", - თქვა ნიკა სიმონიშვილმა.

მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, საგადასახადო სამსახური არხის გაყიდვების სახლში შევიდა.

 

close დახურვა