logo
ENG



ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური 2019 წელს პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებდა

28 ივლ 202117:53
3 წუთის საკითხავი
clock 3162
ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური 2019 წელს პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებდა

ტოკიო2020-ის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ძიუდოში, ლაშა ბექაური 2019 წელს პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებდა, მოგვიანებით მან პოსტი წაშალა. მაშინ სპორტსმენი 19 წლის იყო. 

2019 წლის 8 დეკემბერს ბექაურმა ფეისბუქზე დაპოსტა, რომ ვარჯიშის დასრულების შემდეგ ის თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოსთხოვეს, თუმცა სამართალდამცავები "ძმაოთი" მიმართვამ გააღიზიანა. მისი თქმით, ამ შელაპარაკების შემდეგ ძალის გამოყენებით წაიყვანეს მანქანით. 

ბექაური პოსტში აღწერდა, რომ რამდენიმე პოლიციელი მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. მისივე თქმით, ერთ-ერთმა პოლიციელმა იარაღიც ამოიღო, ხოლო ძალადობასთან ერთად მისთვის ნარკოტიკული საშუალების ჩადებაც განიხილებოდა, პარალელურად კი მასზე ფსიქოლოგიურადაც ძალადობდნენ.

რამდენიმე საათში ბექაურის პოსტი აღარ იძებნებოდა. როგორც მან თქვა, ეს "გაუგებრობა" იყო. 

სამართალდამცავების მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტებაზე სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიებაც დაიწყო. 

 


close დახურვა