logo
ENG


კუბილიუსი: ქართული ოცნება საერთაშორისო ნდობას კარგავს
  • 766ნახვები

ქართული ოცნება საერთაშორისო ნდობას კარგავს და სამწუხაროდ, იგივე ხდება საქართველოსთან დაკავშირებითაც. მმართველი პარტიის გამოსვლა ძლივს მიღწეული 19 აპრილის შეთანხმებიდან ცუდ სიგნალს იძლევა. ვერ ვხედავ, ეს ნაბიჯი როგორ ეხმარება პოლარიზაციის შემცირებას და პოლიტიკური დიალოგის უზრუნველყოფას. საერთაშორისო პარტნიორები მზად არიან დაეხმარონ საქართველოს ევროპული რეფორმების გზაზე, ევროკავშირმა ეს აჩვენა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი ხელმძღვანელობით.

19 აპრილის შეთანხმებამ არჩევნების მომზადებას კარგი საფუძველი ჩაუყარა. ახლა კი სიცარიელეა. ვიმედოვნებ, ყველა მხარეს ესმის, რომ გაზრდილი დაძაბულობა ქვეყნის მომავალსა და ევროპული რეფორმების მიმართულებით პროგრესს სასწორზე დებს და მოძებნიან უთანხმოებების გადალახვის გზას.

ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ქართული ოცნების 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლას.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა