logo
ENG



შსს: აეროპორტში ვიპოვეთ მიტოვებული ჩანთა, უსაფრთხოების მიზნით გამოცხადდა ევაკუაცია

29 ივლ 202123:42
3 წუთის საკითხავი
clock 1493
2021/07/30/l4mkd1624m8mnjy.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იპოვეს ჩანთა, უსაფრთხოების მიზნით კი შენობაში მყოფი პირების ევაკუაცია მოახდინეს. ასევე, გადაკეტილი იყო აეროპორტისკენ მისასვლელი გზაც.

უწყების ცნობით, ჩანთაში საეჭვო ნივთი არ აღმოჩნდა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. 

"თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ნანახი იქნა მიტოვებული ჩანთა. უსაფრთხოების მიზნით მოხდა აეროპორტში მყოფი პირების ევაკუაცია. ადგილზე იმუშავეს გამნაღმველებმა. დათვალიერების შემდეგ, რაიმე საეჭვო ნივთი აღმოჩენილი არ იქნა. ამჟამად თბილისის საეთაშორისო აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს", - ამბობენ შსს-ში.


close დახურვა