logo
ENG



ნატალია საბანაძე გიორგი გახარიამ თავის საერთაშორისო მრჩევლად დანიშნა

30 ივლ 202110:26
3 წუთის საკითხავი
clock 1333

პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში ევროკავშირში ყოფილი ელჩი, ნატალია საბანაძე იქნება. დღეს, 30 ივლისს გიორგი გახარიამ იგი ოფიციალურად წარუდგინა ჟურნალისტებს და თქვა, რომ მისი დანიშვნა ამ პოზიციაზე გუნდს გააძლიერებს.

"დღეს ოფიციალურად შემიძლია გითხრათ, რომ ქალბატონი ნატა საბანაძე შემოუერთდება ჩვენს გუნდს. მას ექნება ოფიციალური პოზიცია ჩვენთან. ის იქნება ჩემი საერთაშორისო მრჩეველი. ყველას მოგეხსენებათ მისი საერთაშორისო რეპუტაცია, ისევე, როგორც ქვეყნის შიგნით. ესაა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი გუნდის გაძლიერებისთვის", - თქვა გიორგი გახარიამ.

ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატალია საბანაძემ თანამდებობა 2021 წლის 21 მარტს დატოვა.


close დახურვა