logo
ENG



კორონავირუსით 25 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა 2712 ახალი შემთხვევა

30 ივლ 202110:43
3 წუთის საკითხავი
clock 1000
კორონავირუსით 25 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა 2712 ახალი შემთხვევა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 25 პაციენტი გარდაიცვალა - ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5793  ადამიანი ემსხვერპლა.

გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2712 ახალი შემთხვევა.

ჩატარდა 39126 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 21775, PCR ტესტით - 17351

29 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6,93%, ბოლო 14 დღის - 6,59%, ბოლო 7 დღის - 7,09%.

Stopcov.ge-ს მონაცემებით, სულ ჩატარებულია 464875 აცრა. ეს რიცხვი მოიცავს როგორც ორჯერადად აცრილთა რაოდენობას, ისე პირველი დოზით ვაქცინირებულებს.


close დახურვა