logo
ENG



იაპონია კორონავირუსით გამოწვეულ საგანგებო მდგომარეობას 31 აგვისტომდე ახანგრძლივებს

30 ივლ 202115:51
3 წუთის საკითხავი
clock 756
2021/07/30/tmmloi2wcnc0aoh.jpg
Reuters

იაპონია საგანგებო მდგომარეობას ახანგრძლივებს და აფართოებს არეალს, რომელსაც შეზღუდვების შეეხება. საგანგებო მდგომარეობა 31 აგვისტომდე გასტანს.

2020 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო რეგულაციები დაწესდა როგორც დედაქალაქსა და მის გარშემო რეგიონებში, ისე ოსაკაში.

იაპონიას გარკვეული წარმატებაც ჰქონდა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ამ ეტაპზე ქვეყანაში ვირუსის რეკორდული ყოველდღიური რაოდენობა ფიქსირდება, რაც დელტა შტამის გავრცელებითაა გამოწვეული. 

ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა 10 000-ს მიაღწია - თითქმის მესამედი კი დედაქალაქზე მოდის.

ტოკიოში - სადაც ოლიმპიადის თამაშების უმეტესობა იმართება - გადაბმულად სამი დღის განმავლობაში ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა ფიქსირდება.

გართულებული შემთხვევებისთვის გამოყოფილი საწოლების რაოდენობის 60%-ზე მეტი უკვე დაკავებულია.


close დახურვა