logo
ENG



კობახიძე გახარიასთან კოალიციაზე: არავინ არ რიგდება მოღალატესთან

30 ივლ 202118:34
3 წუთის საკითხავი
clock 895
კობახიძე გახარიასთან კოალიციაზე: არავინ არ რიგდება მოღალატესთან
ქართული ოცნება

"არავინ არ რიგდება მოღალატესთან", - თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ყოფილ პრემიერთან, გიორგი გახარიასთან კოალიციის შესაძლებლობაზე. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ გამორიცხულია თანამშორმლობა ნაციონალურ მოძრაობასთან, რადგან მათთან ღირებულებითი შეუთავსებლობა აქვთ.

"რაც შეეხება გახარიას, არსებობს პოლიტიკაში თუ პრაქტიკაში, რომ მტერთანაც გარიგდებიან, მაგრამ არავინ არ რიგდება მოღალატესთან. აქედან გამომდინარე, ეს გამორიცხულია", - განაცხადა კობახიძემ ქართული ოცნების ოფისში ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ.

 


close დახურვა