logo
ENG



კობახიძე კრამონთან შეხვედრაზე: ეს არ იყო ჩვენი პრიორიტეტი, ეს მისი პრიორიტეტი იყო

30 ივლ 202118:46
3 წუთის საკითხავი
clock 1638
კობახიძე კრამონთან შეხვედრაზე: ეს არ იყო ჩვენი პრიორიტეტი, ეს მისი პრიორიტეტი იყო

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრა შედგებოდა, მას რომ ინიციატივა გამოეჩინა. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე კობახიძეს ჰკითხეს, რატომ არ შეხვდა მმართველი გუნდი კრამონს, როცა მან ოპოზიციასთან რამდენიმე შეხვედრა გამართა.

"ეს ხომ ჩვენი პრიორიტეტი არ არის. მას უნდა გამოეჩინა ინიციატივა. ის არის ჩამოსული, ის გეგმავს თავის შეხვედრებს, რომ გამოეჩინა ინიციატივა, ალბათ, ჩვენი მხრიდან შედგებოდა შეხვედრა. მასზე იყო დამოკიდებული. ეს არ იყოს ჩვენი პრიორიტეტი, ეს მისი პრიორიტეტი იყო", - ამბობს კობახიძე.

ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი თბილისში 29 ივლისს ჩამოვიდა და პოლიტიკურ პარტიებს ხვდება. მან უკვე გამართა შეხვედრები რამდენიმე პოლიტიკურ პარტიასთან და სამოქალაქო სექტორთან. 


close დახურვა