logo
ENG

ისრაელი 60 წლის ზემოთ პირებს ვაქცინის მესამე დოზას სთავაზობს

31 ივლ 202110:36
3 წუთის საკითხავი
clock 278
ისრაელი 60 წლის ზემოთ პირებს ვაქცინის მესამე დოზას სთავაზობს

ისრაელის პრემიერმინისტრის, ნაფტალი ბენეტის განცხადებით, 60 წლის ზემოთ პირებს კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მესამე დოზა ვაქცინას შესთავაზებენ.

მისივე თქმით, ვინც მინიმუმ ხუთი თვის წინ მიიღო მეორე დოზა, Pfizer-ის ბუსტერს გაიკეთებს. პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი, რომელიც 61 წლისაა, პირველი იყო, ვინც ბუსტერი მიიღო.

"კვლევები აჩვენებს, რომ დროთა განმავლობაში იმუნიტეტი იკლებს. დამატებითი დოზის მიზანი მისი იმუნიტეტის ხელმეორედ შეძენაა, რაც ნიშნავს ინფიცირებისა და სერიოზული ავადმყოფობის შემცირებას", - განაცხადა ბენეტმა ბრიფინგზე.

ისრაელში, როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი მატულობს. განსაკუთრებით მაღალია დელტა შტამით ინფიცირების მაჩვენებელი.

პანდემიასთან ბრძოლის კუთხით ისრაელი ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანა იყო. საკმაოდ მცირე დროში მოსახლეობის ნახევარზე მეტი აიცრა.

გასულ თვეში კი ქვეყანაში კვლავ სავალდებულო გახდა დახურულ სივრცეში პირბადის ტარება.

close დახურვა