logo
ENG



თურქეთის 26 პროვინციაში ტყის ხანძრებს ებრძვიან - დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა

31 ივლ 202117:35
3 წუთის საკითხავი
clock 972
2021/07/31/zaj59jlw5ml72h9.jpg

თურქეთის სამხრეთ სანაპიროზე გაჩენილი ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა. კიდევ ორი ადამიანი დაშავდა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ჯამში ხანძრის შედეგად სულ მცირე 275 ადამიანი დაშავდა. ამ დროისთვის რთული ვითარება რჩება ანტალიის, მერსინის, ადანის და მუღლას პროვინციაში. ხანძრის 98 კერიდან 88 კონტროლის ქვეშაა. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია 4 ათასი მეხანძრე-მაშველი, 6 თვითმფრინავი, 45 ვერტმფრენი, სპეცტექნიკის 55 ერთეული. ხანძრის ჩაქრობას ხელს ამინდიც უშლის, რადგან ზოგ პროვინციაში ძლიერი ქარია. 

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიფ ერდოღანის თქმით, გაჩენილ ხანძრებზე დაწყებულია გამოძიება. ჯერჯერობით უცნობია რამ გამოიძვია ქვეყნის მასშტაბით ხანძრების გაჩენის მიზეზი. 

თურქეთის 26 პროვინციაში ხანძარს უკვე მეოთხე დღეა ებრძვიან. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებს. თურქეთის დასახმარებლდ სახანძრო თვითმფრინავები გაგზავნა უკრაინამ, აზერბაიჯანმა და რუსეთმა. დახმარების მზადყოფნა გამოთქვა საბერძნეთმაც


close დახურვა