logo
ENG



სიცილიაში ხანძარს ებრძვიან - ცეცხლმა ქალაქ კატანიას მიაღწია

31 ივლ 202118:22
3 წუთის საკითხავი
clock 1795
2021/07/31/9sqvzbyhx1tho8d.jpg
Roberto Viglianisi/REUTERS

იტალიის კუნძულ სიცილიაზე მეხანძრეები ხანძარს ებრძვიან. ხანძარი თავდაპირველად ტყეში გაჩნდა, თუმცა ამ ეტაპზე უკვე ქალაქ კატანიას მიაღწია. მთა ეტნას ფერდებზე მდებარე ქალაქი ცნობილი ბაროკოს სტილის არქიტექტურით.

ხანძრის გამო საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუირება და ადგილობრივი აეროპორის დახურვა.

მეხანძრეების თქმით, ისინი ბოლო 24 საათის განმავლობაში სიცილიაში 250-მდე ოპერაციას ატარებენ, საიდანაც 50 კატანიაში ხორციელდება. 

ხანძარი მძვინვარებს კატანიის სანაპირო ნაწილში და ანადგურებს კურორტ ლა კაპანინას. ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებში დანახშირებული საზღვაო ინფრასტრუქტურა ჩანს.

იტალიაში ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს. ცხელი ქარი კი ალის გავრცელებას უწყობს ხელს.

ბოლო კვირის განმავლობაში ხანძარმა ევროპის რამდენიმე რეგიონი დააზიანა, მათ შორის ესპანეთი და თურქეთის სამხრეთი. ძლიერი ხანძარი იყო იტალიის კუნძულ სარდინიაზეც.


close დახურვა