logo
ENG


კობახიძე: შარლ მიშელის შეთანხმებაში დაბრუნება გამორიცხულია
  • 1146ნახვები

ეს არის ბავშვური თამაში, გამორიცხულია ამ [შარლ მიშელის] შეთანხმებაში ჩვენი მხრიდან დაბრუნება, ეს იქნებოდა რაღაც ბავშვური ნაბიჯი და მომავალშიც, ასეთი ტიპის შეთანხმებაზე ხელის მოწერას კატეგორიულად გამოვრიცხავთ ერთი მარტივი მიზეზის გამო, ასეთი შეთანხმება ნიშნავს კონსტიტუციური ჩარჩოდან დროებით გასვლას, რაც არის დაუშვებელი მომავალში. ჩვენ, კონკრეტულ შემთხვევაში, ვიმოქმედებთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მაშინ იყო ხელოვნური, მაგრამ მაინც კრიზისი შექმნილი და ამ ხელოვნური კრიზისის დასრულება სჭირდებოდა ქვეყანას, მაშინ დავუშვით გამონაკლისი, მაგრამ მომავალში გამორიცხულია, რომ ასეთი ტიპის შეთანხმებას ხელი მოვაწეროთ და თუნდაც დროებით გავიდეთ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში. შეგახსენებთ, რომ 28 ივლისს, ქართულმა ოცნებამ  შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა