logo
ENG



საქსტატი: 2021 წლის ივლისში წლიური ინფლაციის დონემ 11.9% შეადგინა

03 აგვ 202117:07
3 წუთის საკითხავი
clock 925

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.9%შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, ამ მაჩვენებელმა 2021 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.4% შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 6.3%-ით განისაზღვრა. 

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 1.02 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე

ბოსტნეული და ბაღჩეული (6.5 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (6.5 პროცენტი),

რძე, ყველი და კვერცხი (5.2 პროცენტი),

ხილი და ყურძენი (5.0 პროცენტი),

მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (3.5 პროცენტი),

შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.1 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები მომატებულია 1.4 პროცენტით, რაც 0.18 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე.

ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.2 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.3 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1.2 პროცენტი);

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია ღამის გასათევით მომსახურებაზე (9.7 პროცენტი).


close დახურვა