logo
ENG



საბერძნეთში, ათენის ჩრდილოეთ ნაწილში ხანძარია

04 აგვ 202100:11
3 წუთის საკითხავი
clock 1388
2021/08/04/ia0mdq8724qccoh.jpeg

საბერძნეთში, ათენის ჩრდილოეთ ნაწილში ხანძარია.

ათასობით ადამიანმა საცხოვრებელი სახლები დატოვა. 

ცეცხლს 500-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის. 

ხანძარს მაღალი ტემპერატურა და ქარიც უწყობს ხელს. როგორც სინოპტიკოსები ამბობენ, ახლა საბერძნეთში ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ცხელი დღეებია.  

ხანძრის შედეგად ძლიერმა კვამლმა ათენის ცა დაფარა. 

სამედიცინო დახმარება 6 ადამიანს დასჭირდა. მათ კვამლის გამო სუნთქვის პრობლემა შეექმნათ. 

საბერძნეთის გარდა, ხანძარია თურქეთში, ასევე იტალიასა და ალბანეთში.


close დახურვა