logo
ENG

მედია: ღარიბაშვილის ვიზიტზე უარი ბალტიის ქვეყნების კოორდინირებული გადაწყვეტილებაა

04 აგვ 202116:17
3 წუთის საკითხავი
clock 2735
მედია: ღარიბაშვილის ვიზიტზე უარი ბალტიის ქვეყნების კოორდინირებული გადაწყვეტილებაა

სამთავრობო წყაროები ლიეტუვიდან, ლატვიიდან და ესტონეთიდან ადასტურებენ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრს ბალტიის ქვეყნებში ვიზიტზე უარი უთხრეს. 

მიზეზი 5 ივლისის მოვლენები და ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადებაა. 

ინფორმაცია თავდაპირველად გუშინ, 3 აგვისტოს გავრცელდა, დღეს, 4 აგვისტოს კი ვილნიუსის ერთ-ერთ მედიაშიც გამოქვეყნდა. 

15 წუთი წერს, რომ სამთავრობო წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილისთვის ვიზიტზე უარის თქმა სამი ქვეყნის პარლამენტებისა და მთავრობების კოორდინირებული გადაწყვეტილებაა, ვინაიდან საქართველოს არ გამოუჩენია სურვილი, დაესაჯა ისინი, ვინც 5 ივლისს თავს დაესხა ლგბტქ აქტივისტებს და ჟურნალისტებს.

"საქართველოს ხელისუფლებას ორგანიზებული თავდასხმების გამოძიებაში პასიურობის გამო აკრიტიკებენ. როგორც ჩანს, ბალტიის მთავრობებმა ამას ყურადღება მიაქციეს. წყაროების თანახმად, ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში, გადაწყვეტილება ღარიბაშვილის მიღებაზე დიპლომატიური უარის თქმის შესახებ კოორდინირებული იყო როგორც პარლამენტის, ასევე მთავრობის დონეზე". - წერს გამოცემა. 

close დახურვა