logo
ENG



17 სეზონი, 672 გოლი, 35 ტიტული - ლიონელ მესიმ ბარსელონა დატოვა

05 აგვ 202123:17
3 წუთის საკითხავი
clock 1833
2021/08/05/hh2z2vf5sr1hgcn.jpg

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ ბარსელონა დატოვა. 

ინფორმაცია თავად კლუბმა დაადასტურა. 

ბარსელონამ და ფეხბურთელმა კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ლიონელ მესი ბარსელონაში 2000 წლიდან - თავისი 13 წლის ასაკიდან ირიცხებოდა.

კლუბში მისი დებიუტი 2003 წელს შედგა - ბარსელონას მაშინდელმა მწვრთნელმა, ფრენკ რაიკაარდმა 16 წლის მესი პორტოს წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში ათამაშა. 

პირველი ოფიციალური მატჩი კი არგენტინელმა 2004 წელს, 17 წლის ასაკში ჩაატარა. 

მთლიანობაში, ლეგენდარულმა ლიონელ მესიმ ბარსელონაში 17 სეზონი გაატარა, 672 გოლი გაიტანა და კლუბთან ერთად 35 ტიტულიც მოიგო. 


close დახურვა