logo
ENG



ტოკიოში მძლეოსნობის ორ მწვრთნელს აკრედიტაცია შეუჩერეს

06 აგვ 202114:40
3 წუთის საკითხავი
clock 1007

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მძლეოსანი ქრისტინა ტიმანოვსკაიას საქმის გამო ორ ბელარუს მწვრთნელს ტოკიოში აკრედიტაცია შეუჩერა. საუბარია მძლეოსნობის ნაკრების მთავარ მწვრთნელეზე, იური მოისევიჩსა და გუნდის წარმომადგენელ არტურ შიმაკოვზე. მათ უკვე დატოვეს ოლიმპიური სოფელი.

ტიმანოვსკაია აცხადებდა, რომ მოისევიჩმა და შუმაკმა აუძულეს საკუთარი თავი ოლიმპიადიდან მოეხსნა და ბელარუსში დაბრუნებულიყო. ინტერნეტში მათი საუბრის ჩანაწერიც გავრცელდა.

პირველ აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ბელარუსის ოლიმპიურმა კომიტეტმა ტიმანოვსკაია გარბენიდან მოხსნა და ტოკიოდან მისი მინსკში დაბრუნება გადაწყვიტა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სპორტსმენმა საჯაროდ გააკრიტიკა სპორტული ხელმძღვანელობა იმის გამო, რომ გაუფრთხილებლად მისი დამატებით დისტანციაზე გაყვანა გადაწყვიტა. ტოკიოს აეროპორტში ტიმანოვსკაიამ დახმარება პოლიციას სთხოვა და განაცხადა, რომ სამშობლოში მისი დაბრუნება უსაფრთხო არ იქნება.

აღნიშნულს უკვე იძიებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი. 

ჰუმანიტარული ვიზის მიღებით ტიმანოვსკაია ახლა პოლონეთის მთავრობის დაცვის ქვეშ იქნება. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ჰუმანიტარული ვიზა მიიღო მისმა ქმარმა.

ბელარუსში დაბრუნებაზე უარი თქვა კიდევ ერთმა სპორტსმენმა, იანა მაქსიმოვამ. ის ოჯახთან ერთად გერმანიაში დარჩენას აპირებს, სადაც ამჟამად იმყოფება.


close დახურვა