logo
ENG



თურნავა: აშშ-დან საქართველოში სატვირთო ფრენები შესრულდება

09 აგვ 202121:50
3 წუთის საკითხავი
clock 1123
2021/08/09/y55kq5usgb8hwc1.jpg

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, აშშ-დან საქართველოში სატვირთო ფრენები შესრულდება.

როგორც თურნავა ამბობს, ავიაკომპანია Silk Way West Airlines ჩიკაგო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით პირველ სატვირთო რეისს 10 აგვისტოს შეასრულებს.

მისი თქმით, ფრენები აღნიშნულ საჰაერო ხაზზე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის პრაქტიკაში მიღებული ე.წ. "ჰაერის მეხუთე თავისუფლების" გამოყენებით შესრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანული ავიაკომპანია აშშ-დან წამოღებული ტვირთების ნაწილს ჯერ თბილისში გადმოზიდავს, ხოლო შემდეგ კი - ბაქოში. 

"მნიშვნელოვანია, რომ აშშ-დან თუნდაც სატვირთო ფრენები საქართველოში შესრულდება. მეორე - ეს ძალიან პოზიტიური ფაქტია ჩვენი ეკონომიკისთვის, რადგან სატვირთო გადაზიდვები, მათ შორის, საავიაციო გადაზიდვები იმატებს. 2020 – 2021 წლებში ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან კარგი დინამიკა გვქონდა", - თქვა მინისტრმა.


close დახურვა