logo
ENG



ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქე დააკავეს

13 აგვ 202115:43
3 წუთის საკითხავი
clock 805

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქსო უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ ტყვარჩელის რაიონის სოფელ პირველ გალში საქართველოს მოქალაქე, 59 წლის ვახტანგ სონგულია დააკავეს.

დე ფაქტო უწყებაში აცხადებენ, სონგულიას საცხოვრებელში 23 ვაზნა და ხელყუმბარა აღმოაჩინეს. გარდა ამისა, ისინი ამბობენ, რომ 1992-93 წლებში სონგულია გალის პოლიციის თანამშრომელი იყო და საქართველოს ჯარებს ეხმარებოდა.

დე ფაქტო უშიშროების სამსახურში აცხადებენ, რომ დოკუმენტები დაკავებულთან დაკავშირებით პროკურატურას გადასცეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ცხელი ზახი უკვე ამოქმედებულია და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. სუს-ში განმარტავენ, რომ დაკავებული საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ ცხოვრობდა. 


close დახურვა