logo
ENG



ფულად ჯილდოს ისინიც მიიღებენ, ვინც ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

14 აგვ 202121:03
3 წუთის საკითხავი
clock 2063

ფულად ჯილდოს ისინიც მიიღებენ, ვინც ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ვინც ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მიიღო, მთავრობისგან 500 ათას ლარს მიიღებს, ბრინჯაოს მედალოსანს კი 250 ათასი ლარი გადაეცემა. 

ინიციატივა მან დღეს, 14 აგვისტოს გაახმოვანა. 

ოქროს მედალოსნებს კი 1 მილიონ ლარს ღარიბაშვილი ტოკიოში გამგზავრებამდე დაპირდა. 

ოლიმპიელების დაჯილდოება საქართველოს ბიუჯეტს 4 750 000 ლარი უჯდება. 

ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველომ 8 მედალი მოიპოვა: 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. 

ოლიმპიური ჩემპიონები ძიუდოისტი ლაშა ბექაური და ზალოსანი ლაშა ტალახაძე გახდნენ. 

ვერცხლის მედლები მოიპოვეს:

ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო, 66 კგ);

ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო, 73 კგ);

გურამ თუშიშვილი (ძიუდო, +100 კგ); 

იაკობ ქაჯაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 130 კგ)

გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ)

ბრინჯაოს მედალი - ანატოლი პლესნოი (ძალოსნობა, 96 კგ).


close დახურვა