logo
ENG



საქართველოში მყოფი ტურისტის თქმით, მასზე, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქემ იძალადა

23 აგვ 202110:35
3 წუთის საკითხავი
clock 1120

საქართველოში მყოფი დანიელი ტურისტი ამბობს, რომ მასზე, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქემ სექსუალურად იძალადა. 

21 წლის ქალის თქმით, კაცი სასტუმროს ბარში გაიცნო და ეჭვი აქვს, რომ მან სასმელში ნარკოტიკი ჩაუყარა.

როგორც ტურისტის მეგობარი ყვება, ქალს ექსპერტიზა შაბათ-კვირას არ ჩაუტარეს. მას სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დღეს გადაიყვანენ.

"დამირეკა, დახმარება მჭირდებაო და მომწერა მისამართი. რომ მივედი მომიყვა, სექსუალურად იძალადეს, რაღაც ჩამიყარაო და შემდეგ იძალადაო. ჯერ მივიყვანე საავადმყოფოში და მითხრეს, რომ სანამ 112-ში არ დარეკავთ ვერაფერს ვიზამთო. შემდეგ დავრეკე 112-ში და მოვიდა საპატრულო. ექსპერტიზა არ ჩაუტარეს, რადგან შაბათ-კვირაა და მოცდა მოგიწევთო", - ამბობს ტურისტის მეგობარი.

საქმეზე გამოძიება დაწყებულია, გამოკითხულია დაზარალებული და სავარაუდო მოძალადე.


close დახურვა