logo
ENG



ბუაძე: 2020 წელს მერიაში 674 ადამიანი უკონკურსოდ დასაქმდა, მათ პრემიებზე ₾9 მლნ დაიხარჯა

04 სექ 202114:47
3 წუთის საკითხავი
clock 887

ლელოს წევრი, საბა ბუაძე ამბობს, რომ 2020 წელს თბილისის მერიაში 674 ადამიანი უკონკურსოდ დასაქმდა, მათ პრემიებზე კი 9 მილიონი ლარი დაიხარჯა. 

მისივე მტკიცებით, უკონკურსოდ საკრებულოში დაინიშნა 130-მდე ადამიანი, რომელთა პრემია-დანამატებიც ბიუჯეტს 1.9 მილიონი ლარი დაუჯდა. 

"თუ ქართული ოცნება რამეს ეყრდნობა ამ არჩევნებისთვის, ეს არის საბიუჯეტო რესურსების ხარჯზე მერიის და საკრებულოს სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანები. პარტიული აქტივი, ნათესავები და ოცნებასთან დაკავშირებული ადამიანები საქმდებიან კანონის მოთხოვნით უხეში დარღვევით იმიტომ, რომ შტატგარეშედ ადამიანების დასაქმება უნდა ხდებოდეს დროებით, არამუდმივი ფუნქციების შესასრულებლად. თუმცა, ქართულ ოცნებას ეს ადამიანები აჰყავს თავისი მმართველობის ვადით, უქმნის სასათბურე პირობებს, უხდის წელიწადში 10-15 მილიონ ლარს ჩვენი ბიუჯეტიდან და ჯამში ამ თანხამ ბოლო 3 წლის განმავლობაში მხოლოდ მერიის მაგალითზე 26 მილიონ ლარს მიაღწია". - თქვა საბა ბუაძემ. 

მის ამ განცხადებას თბილისის მერმა, კახა კალაძემ უპასუხა. 

"ეს არის სრული სისულელე და მანიპულაცია წინასაარჩევნოდ, რომელსაც არანაირი არგუმენტაცია არ გააჩნია. ყველფერი არის კანონის ფარგლებში". - თქვა მან. 


close დახურვა