logo
ENG



წითლიძის თქით, ნაციონალური მოძრაობის წევრზე ზეწოლა განხორციელდა

11 სექ 202112:20
3 წუთის საკითხავი
clock 480

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, პარტიის წევრზე ზეწოლა განხორციელდა. მისი ინფორმაციით, ზუგდიდის ოფისის წარმომადგენელს, რევაზ გვილიას კომპრომატების გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ და პარტიაზე ყალბი ინფორმაციის გასაჯაროება მოსთხოვეს, თითქოს ნაციონალური მოძრაობა ყოფილ პრემიერმინისტრთან, გიორგი გახარიასთან არის კავშირში.

წითლიძე ზეწოლაში ყოფილ დეპუტატს მერაბ ქვარაიას და ზუგდიდში ქართული ოცნების მერობის კანდიდატს, მამუკა წოწერიას ადანაშაულებს. პარტიაში გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავენ.

"რევაზ გვილიას 8 სექტემბერს დაურეკა ქართული ოცნების წევრმა, გენადი ჯიქიამ, რომელიც არის ყულიშკარი-გრიგოლიში-ჭაქვინჯის მაჟორიტარობის კანდიდატისა და საკრებულოს მოქმედი წევრის, ჯონი ჯიქიას ბიძა. დაურეკა მას და ქართული ოცნების შტაბში მისვლა სთხოვა და უთხრა, რომ მასზე მისი საქმიანობიდან გამომდინარე რუსეთში ჰქონდათ კომპრომატები. თუ ისე არ განათავსებდა საჯაროდ პოსტს ფეისბუქგვერდზე, რომ ტოვებდა ნაციონალურ მოძრაობას და გვადანაშაულებდა გახარიასთან ურთიერთობაში, მას დააკავებდნენ და გადასცემდნენ რუსეთის ფედერაციას.


close დახურვა