logo
ENG



14 წლის ბიჭი 3 არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

14 სექ 202111:07
3 წუთის საკითხავი
clock 32321

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში 14 წლის ბიჭი 3 არასრულწლოვნის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით 3 პირი დაჭრა. შემთხვევა გუშინ, 13 სექტემბერს მოხდა.

პოლიციამ ის მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.


close დახურვა