logo
ENG



გრიგოლია: ვაპირებ ვიჩივლო და სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოვითხოვო, ვინ და რატომ მისმენდა

15 სექ 202100:09
3 წუთის საკითხავი
clock 14552
გრიგოლია: ვაპირებ ვიჩივლო და სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოვითხოვო, ვინ და რატომ მისმენდა

TV პირველის ტელეწამყვანი, ინგა გრიგოლია ამბობს, რომ სუს-ის მასალებთან და ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით ჩივილს აპირებს. 

"მეგობრებო, მე ვაპირებ ვიჩივლო და სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოვითხოვო, ვინ და რატომ მისმენდა ტელეფონზე, რატომ აქვს სუს-ს ჩემი პირადი საუბრების ჩანაწერები. იდეა დღევანდელ რეაქციაში ადვოკატმა ზვიად კორძაძემ მომაწოდა, ხოდა,ზვიადსვე ვთხოვე სტუდიაში, დაიცვას ჩემი უფლებები. ვინც ჩემსავით ფიქრობთ, დავიგეგმოთ!" - წერს ჟურნალისტი ფეისბუქზე

13 სექტემბერს სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსაც. 

ფაილებში არის ინფორმაცია მათ პირად ცხოვრებაზე, პირად კონტაქტებსა და ურთიერთობებზე. 

ფაილები 2014-2021 წლებით თარიღდება. 

ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს ფორმულას ჟურნალისტი ნინო ვარძელაშვილი. ის ამბობს, რომ გავრცელებულ ფაილში ზუსტად არის მისი და მამა გიორგი ზვიადაძის საუბარი აღწერილი, რომელიც თებერვალში, სინოდის სხდომამდე შედგა. 

ავთენტიკურობას ადასტურებს TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძეც, ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე, ტელეკომპანია მთავარის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. 

ასევე, ლელოს ერთ-ერთი ლიდეერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ფაილებში არსებული ჩანაწერი მისი და მეუფე თეოდორეს შესახებ, ავთენტურია. 

ინფორმაციას ადასტურებს ასევე ტაბულას მთავარი რედაქტორი ლევან სუთიძე, რომლის სახელი და გვარი რამდენჯერმეა მოხსენიებული ფაილებში. ასევე აღწერილია მისი საუბარი სასულიერო პირთან. 

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.


close დახურვა