logo
ENG



გახარია მოძალადე ჯგუფებზე: ჩემი მინისტრობისას გამოხატვის უფლების მიღმა არაფერი გაუკეთებიათ

15 სექ 202122:00
3 წუთის საკითხავი
clock 760
2021/09/15/jhd0moeoy4n7f42.png

გიორგი გახარიას მტკიცებით, მაშინ, როცა ის შს მინისტრის პოსტს იკავებდა, მოძალადე ჯგუფებს გამოხატვის თავისუფლების მიღმა ნაბიჯი არ გადაუდგამთ. 

მიუხედავად იმისა, რომ, მაგალითად, 2018 წლის 12-13 მაისს, მოძალადე ჯგუფებმა ალყაში მოაქციეს ბასიანის აქციების მონაწილეები და მშვიდობიან დემონსტრანტებს ტერიტორიის დატოვება ყვითელი ავტობუსებით მოუწიათ, 17 მაისის აღნიშვნა კი ლგბტქ თემის წევრებისთვის სიცოცხლის საფრთხეს ქმნიდა, გახარია ამბობს, რომ სახელმწიფო თავის მოვალეობას ასრულებდა. 

"ჩემი შს მინისტრობის დროს არც ერთი შემთხვევა, ფაქტი, რომ ამ ადამიანებს თავიანთი გამოხატვის თავისუფლების მიღმა ნაბიჯი გადაედგათ, არ ყოფილა. 

რა შუაშია სხვების უფლებები. ჩვენი უპირატესობა იყო ის, რომ ჩვენ პასუხისმგებლობას ვგრძნობდით და ეს პასუხისმგებლობა იყო ბალანსში, რომ სახელმწიფომ თავისი მოვალეობა და ვალდებულება შეასრულოს. და ჩვენ ამ ვალდებულებას ვასრულებდით. თან ვასრულებდით ისე, რომ ქვეყანაში ცემა-ტყეპა და ერთი მოქალაქის მეორეზე ძალადობა არ დაგვიშვია. ეს ფაქტია". - თქვა მან ფორმულას ეთერში. 

რაც შეეხება მოძალადე ჯგუფების პრორუსულ და ანტიდასავლურ განწყობებს და მათ კავშირებს რუსეთთან - გახარიამ გიორგი თარგამაძის კითხვას კითხვითვე უპასუხა: 

"თქვენ მიმართეთ ძალოვან სტრუქტურებს, ეს ადამიანები სჩადიან სისხლის სამართლის დანაშაულსო და ჩვენ რეაგირება არ გვქონდა?" 

საქართველოს კანონმდებლობით, როცა დანაშაულის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება, საგამოძიებო უწყებებმა მოქმედება უნდა დაიწყონ. 

გახარია ამტკიცებს, რომ მისი პრემიერობის დროს რუსულ რბილ ძალას ებრძოდნენ და "ამ ძალების მარგინალიზაცია ხდებოდა". 

"არ მინდა, კონკრეტული მაგალითები დავასახელო - დევნაც გვაქვს დაწყებული. ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ როდესმე პრორუსული იდეოლოგიის ჯგუფები ზედმეტს აკეთებენ". - თქვა მან. 


close დახურვა