logo
ENG



ნაკაიძე სუს-ის ფაილებზე: ეს არის კრახი, ნორმალურ ქვეყანაში მთავრობა გადადგებოდა

19 სექ 202114:43
3 წუთის საკითხავი
clock 927

დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე, ქართველ მუსლიმთა კავშირის ყოფილი ხელმძღვანელი, ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რომ სუს-ის ფაილების გავრცელება და მისი შინაარსი ხელისუფლების კრახია, რასაც მთავრობის გადადგომა უნდა მოჰყოლოდა. 

სუს-ის ფაილების მიხედვით, ტარიელ ნაკაიძესაც უსმენდნენ, აღრიცხავდნენ მის შეხვედრებს და გადაადგილებას. 

"სასამართლოში ჩივილი არის მნიშვნელოვანი შემდგომ მსგავსი პრობლემების პრევენციისთვის. აქ არ არის საუბარი მხოლოდ საკუთარი იმიჯის გადარჩენაზე ან რამე სხვაზე. შემდგომში მსგავსი რამის პრევენცია უნდა მოხდეს, ყველას არ უნდა უსმენდნენ. 

ვმუშაობთ იმაზე, თუ რა ნაბიჯების გადადგმა ჩვენი მანდატის ფარგლებში პოლიტიკური ნაწილში. მნიშვნელოვანია ბრძოლა სამართლებრივი კუთხითაც, ვინაიდან არის სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი კრიზისი. 

ნორმალურ ქვეყანაში ასეთი სკანდალის შემდეგ გადადგებოდა პრემიერმინისტრი, სუს-ის უფროსი, მთავრობა გადადგებოდა, იმიტომ, რომ ეს არის არა მხოლოდ კრიზისი, არამედ კრახი. 

არაერთხელ მითქვამს, რომ ეს არის ივანიშვილის ნახირი, რომელიც ვერ შეძლებს ამ ქვეყნის მართვას".- თქვა ნაკაიძემ ფორმულას ეთერში.  

***

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა 13 სექტემბერს გაჟონა.

ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უსმენენ საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მღვდელმსახურებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსა. ასევე, როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებს. 

ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება. 

ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ჩანაწერებში ფიგურირებს. 

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო. 


close დახურვა