logo
ENG



ფაიზერი: კვლევის მიხედვით, ვაქცინა 5-11 წლამდე ბავშვებში უსაფრთხოა

20 სექ 202122:41
3 წუთის საკითხავი
clock 1230
ფაიზერი: კვლევის მიხედვით, ვაქცინა 5-11 წლამდე ბავშვებში უსაფრთხოა

Pfizer- BioNTech ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ფაიზერის ვაქცინა 5-11 წლამდე ბავშვებში უსაფრთხო და ეფექტურია. 

კომპანიები გეგმევენ, რომ ავტორიზაციის მისაღებად კვლევის შედეგები FDA-ს, EMA-ს და სხვა მარეგულირებელ სააგენტოებს უახლოეს მომავალში წარუდგინონ. 

"კვლევის შედეგები არის მყარი საფუძველი იმისთვის, რომ ჩვენმა ვაქცინამ 5-11 წლამდე ბავშვებში ავტორიზაცია მიიღოს. ჩვენ ვგეგმავთ, რომ სასწრაფოდ მივმართოთ FDA-ს და სხვა მარეგულირებელ ორგანოებს", - ამბობს ფაიზერის დირექტორი, ალბერტ ბურლა.

პარალელურად, კომპანიები ვაქცინის ეფექტურობას 5 წლამდე ბავშვებშიც იკვლევენ, რომლის შედეგებიც სავარაუდოდ, წლის ბოლოს გამოქვეყნდება. 

საქართველოში იმუნიზაციის პროცესი ფაიზერის, ასტრაზენეკას, სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებით მიმდინარეობს. 

ქვეყანაში ფაიზერით აცრა 16 წლის ზემოთ მოქალაქეებს შეუძლიათ. ჯანდაცვის სექტორში ამბობენ, რომ ასაკობრივი ზღვარის დასაწევად ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციას ელოდებიან. 

20 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში სრულად აცრილია 24,8%.


close დახურვა