logo
ENG



შსს: მარნეულში მოქალაქე გაიტაცეს, გაკოჭეს, მძიმე საგანი მოაბეს და არხში გადააგდეს

21 სექ 202112:28
3 წუთის საკითხავი
clock 4794

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში მოქალაქე, შურისძიების მოტივით, გაიტაცეს, გაკოჭეს, ერთ-ერთ სოფელში წაიყვანეს, სხეულზე მძიმე საგანი მოაბეს და სარწყავ არხში გადააგდეს. ის დაიღუპა. 

საქმეზე ორი პირი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, კიდევ ერთი პირი კი - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.

მკვლელობაში ბრალდებულებს 7-დან 17 წლამდე, ხოლო მესამე პირს 3-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.


close დახურვა