logo
ENG



ცესკო: გვაქვს იდეა, საარჩევნო კაბინების კონსტრუქცია შეიცვალოს

21 სექ 202116:09
3 წუთის საკითხავი
clock 531
ცესკო: გვაქვს იდეა, საარჩევნო კაბინების კონსტრუქცია შეიცვალოს

ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოდის ინიციატივით, შეიცვალოს საარჩევნო კაბინების კონსტრუქცია. 

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სიორიძემ თქვა, რომ მიზანია, "უფრო მეტად გამოჩნდეს ამომრჩევლის სილუეტი იმდაგვარად, რომ ფარულობა ხმის მიცემისა იყოს გარანტირებული". 

"აღნიშნული გამორიცხავს, ყოველ შემთხვევაში, ამცირებს იმ მანკიერ პრაქტიკას, რომელიც დაკავშირებული იყო ბიულეტენების საარჩევნო უბნიდან გატანასა და შემოტანასთან. მე არ მიყვარს ამ ტერმინის ხმარება მაგრამ ე.წ. სომხურ კარუსელებთან და აგრეთვე იმ მანკიერ პრაქტიკასთან, რომელიც დაკავშირებული იყო ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან, ადამიანის ნებაზე ძალადობასთან, შანტაჟთან და ა.შ.,  რომლის კონტროლის მექანიზმიც გახლდათ ბიულეტენის ფოტო და ვიდეო გადაღება. ამ რისკების გამორიცხვა ბოლომდე ცხადია შეუძლებელია, თუმცა, ჩვენ ვიმედოვნებთ რომ მოხდება ამის პრევენცია და მისი მინიმუმამდე დაყვანა. ამასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ხვალინდელ იმიტირებულ არჩევნებზე მოხდება ამ საარჩევნო კაბინებით ხმის მიცემა". - თქვა სოირიძემ დღეს გამართულ ბრფინგზე

მისივე თქმით, კრწანისის ოლქში საპილოტე პროექტი განხორციელდება, რაც განსხვავებულ ბიულეტენს გულისხმობს, ხმების დათვლა კი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდება. 

გიორგი სიორიძემ დღევანდელ ბრიფინგზე წარადგინა იმ ბიულეტენის პროტოტიპი და შესაბამისი ჩარჩო, რომელიც 2 ოქტომბრის არჩევნებზე კრწანისის საარჩევნო ოლქში იქნება გამოყენებული.

მისივე განცხადებით, დაბეჭდილია საინფორმაციო ფლაერები, სადაც დეტალურად არის დატანილი ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მისცეს ამომრჩეველმა ხმა. მას შემდეგ რაც დაზუსტდება საბოლოოდ სიები, კრწანისის ამომრჩევლებს ამომრჩევლის ბარათებთან ერთად დაეგზავნებათ შესაბამისი საინფორმაციო ფლაერი.

გარდა ამისა, კენჭისყრის დღეს კრწანისის 31-ვე უბანზე მონიტორებზე გაშვებული იქნება ვიდეორგოლი, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი ხმის მიცემის პროცედურა.

მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უსინათლო და მცირე მხედველობის მქონე ადამიანებს, რომელთა კონტიგენტი არის ამავე ოლქში და დღეს მიმდინარეობს ამ პროცესის პილოტირება, ხოლო ხვალ კრწანისის რაიონში, #75 სკოლის შენობაში ჩატარდება იმიტირებული არჩევნები ამ საპილოტე ვერსიისაა, სადაც გავლილი იქნება სრული პროცედურის იმიტაცია თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები 2 ოქტომბერს".- განაცხადა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. 


close დახურვა