logo
ENG



ნიკა მელიამ მერობის კანდიდატების დებატები დატოვა

21 სექ 202122:07
3 წუთის საკითხავი
clock 11464
2021/09/21/iwg22ia7z0rdsn2.png

ნიკა მელიამ მერობის კანდიდატების დებატები დატოვა. 

დებატები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში იმართება და მასში თბილისის მერობის ყველა კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის, კახა კალაძეც. 

მელიამ თქვა, რომ არ აპირებს ყოფნას "მოძალადე, კორუმპირებულ, ძირგამომპალ ადამიანთან, რომელიც მართავს კრიმინალებს". 

"რატომ მოვედი და რატომ ვიღებ მონაწილეობას ამ ფორმატში, ფორმატში, რომელიც არანაირად არ იძლევა რეალური დებატების საშუალებას და მაყურებელი თავადაც დარწმუნდება ამაში. სიმართლეს გეტყვით, მოვედი პირველ რიგში იმისთვის, რომ ქართული ოცნების გენერალურ მდივანს პირადად ვუთხრა, თუ რა ამორალურად მოძალადე და კორუმპირებული ადამიანები არიან დღეს ხელისუფლებაში. მოვედი იმისთვის, რომ ვუთხრა, რომ ეს ადამიანები არაფერს თაკილობენ, ეს ადამიანები ძალადობენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, ძალადობენ დღისით მზისით და ეს ადამიანები და ეს ბატონი, რომელიც აქ არის წარმოდგენილი [კახა კალაძე], უსაზღვროდ კორუმპირებული ადამიანი, კრიმინალების მფარველი და დამსაქმებელი ამას სჩადის. ყველამ იცით, დღეს რა გააკეთეს. 

ეს არის ადამიანი, რომელიც უნდა დამარცხდეს ქართველი ხალხის მიერ და ის დამარცხდება. 

ერთ სივრცეში მოძალადე, მოძალადე, კორუმპირებულ, ძირგამომპალ ადამიანთან, რომელიც მართავს კრიმინალებს, მე არ ვაპირებ ყოფნას". - თქვა მელიამ და სტუდიიდან გავიდა. 

"სულ კარგად ბრძანდებოდეთ. მიკროფონი დაგვიტოვე, მიკროფონი და ისე გადი". - მიაძახა მას კახა კალაძემ.


close დახურვა