logo
ENG



" შედარებით გამხდარია" - კალაძის პასუხი კითხვაზე, რა განსხვავებაა მასსა და გახარიას შორის

21 სექ 202123:08
3 წუთის საკითხავი
clock 2215
2021/09/21/9ehjgzgn3gj3dkt.png

მერობის კანდიდატების დებატებზე კახა კალაძემ უპასუხა კონკურენტის, ლელოს კანდიდატის, ანა ბიბილაშვილის კითხვას, რა განსხვავებაა მასსა და გიორგი გახარიას შორის. 

"გიორგი შედარებით გამხდარია, ვიდრე მე. არ ვიცი, რამდენს იწონის. მე მგონი, არასერიოზული შეკითხვაა". - თქვა კახა კალაძემ. 

გიორგი გახარიას თქმით კი, განსხვავება არ არის ანა ბიბილაშვილსა და კახა კალაძეს შორის: "ორივე მოღალატეს მეძახით". - თქვა მან. 

თბილისის მერობის კანდიდატების დებატები პირველ არხზე მიმდინარეობს. 

ის დასაწყისშივე დატოვა ენმ-ის კანდიდატმა, ნიკა მელიამ. მან თქვა, რომ არ აპირებს ყოფნას "მოძალადე, კორუმპირებულ, ძირგამომპალ ადამიანთან, [კახა კალაძესთან], რომელიც მართავს კრიმინალებს". 


close დახურვა