logo
ENG



ურეკში ძლიერმა წვიმამ პოლიციის სამმართველო დატბორა - პოლიციელები შენობაში ვერ შედიან

22 სექ 202112:12
3 წუთის საკითხავი
clock 3080

ურეკში ძლიერი წვიმის შედეგად ურეკის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა დაიტბორა.

სამართალდამცველები შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარე პერიმეტრზე იმყოფებიან და სამმართველოში შესვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

წვიმამ პრობლემები შეუქმნა მოსახლეობასაც. ადგილობრივები ამბობენ, რომ წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე, დაიტბორა ეზოები, განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები. 

მათი თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი უწყებებიდან ჯერ არავინ გამოჩენილა. 

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ბათუმშიც. პარალიზებულია ქუჩები, გადაადგილება უჭირთ როგორც ქვეითებს, ასევე ავტომობილებს. 

განსაკუთრებით რთული ვითარებაა ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, შავშეთის ქუჩაზე, სადაც მოსახლეობას ფაქტობრივად, გაუნადგურდა ტექნიკა და ავეჯი.


close დახურვა