logo
ENG



ვოლოდიმირ ზელენსკის თანაშემწეს თავს დაესხნენ

22 სექ 202115:26
3 წუთის საკითხავი
clock 896
2021/09/22/nt5pid2ord067g0.jpg

დღეს, 22 სექტემბერს, კიევთან ახლოს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველს, სერგეი შეფირს თავს დაესხნენ - ცეცხლი გაუხსნეს მის მანქანას. 

შედეგად დაიჭრა მძღოლი - მას სამი ტყვია მოხვდა. ის ფეოფანიას კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. 

თავად შეფირი არ დაშავებულა. 

გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

პოლიცია თავდამსხმელებს ეძებს. 

მომხდარს გამოეხმაურა პრეზიდენტი. ზელენსკის თქმით, მისთვის მსგავსი გზავნილის მიცემა სისუსტის ნიშანია, თუმცა, პასუხი ძლიერი იქნება. 

ზელენსკი ახლა ნიუ იორკშია, გაეროს 76-ე ასამბლეაზე. როგორც თქვა, სამშობლოში ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისთანავე დაბრუნდება. 

"როგორც კი სიტყვით გამოსვლას დავასრულებ, დავბრუნდები. გულწრფელად გეტყვით, ჯერჯერობით არ ვიცი, ვინ დგას ამის უკან. რა ძალები შეიძლება იყვნენ ისინი? საგარეო თუ საშინაო? თუმცა, ძალად არ ვთვლი მათ, ვინაიდან ჩემთვის "მოკითხვის" გადმოცემა ჩემი მეგობრის მანქანისთვის ტყიდან სროლით - სისუსტის ნიშანია, პასუხი კი ძლიერი იქნება". - განაცხადა მან. 

მისივე თქმით, დღევანდელი შემთხვევა მისი გუნდის სიმტკიცეზე გავლენას ვერ მოახდენს. 


close დახურვა