logo
ENG



შსს: ამოვიღეთ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, დაკავებულია ერთი პირი

23 სექ 202112:16
3 წუთის საკითხავი
clock 1089
შსს: ამოვიღეთ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებული პირი საცხოვრებელ სახლში ინახავდა 164 გრამ ჰეროინის შემცველ და 83 გრამ ამფეტამინის შემცველ ნარკოტიკულ საშუალებას.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის თანამშრომლებმა 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.პ. თბილისში დააკავეს. მას ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება.

პოლიციამ დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო „ჰეროინის“ შემცველი 164 გრამი ნარკოტიკული საშუალება და "ამფეტამინის“ შემცველი 83 გრამი ნარკოტიკი", - ვკითხულობთ განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა