logo
ENG



ანრი ოხანაშვილი იმედის ჟურნალისტს, ქეთევან ქარდავას მხარდაჭერას უცხადებს

23 სექ 202115:48
3 წუთის საკითხავი
clock 3652
ანრი ოხანაშვილი იმედის ჟურნალისტს, ქეთევან ქარდავას მხარდაჭერას უცხადებს
ფორმულა

ქართული ოცნების წევრი, ანრი ოხანაშვილი იმედის ჟურნალისტს ქეთევან ქარდავას მხარდაჭერას უცხადებს და წერს, რომ მასზე "გაუგონარი შეტევა" ხდება.

საქმე ეხება იმედის ეთერში გასულ ჩართვას ავსტრიიდან, სადაც ჟურნალისტი ავტრიელ ექიმს დაჟინებით ეკითხება, იყო თუ არა გიორგი გახარია მის კლინიკაში ნარკოტესტირებაზე, ექიმი კი მას პაციენტის კონფიდენცილურობის დაცვის მიზეზით არაფერს პასუხობს. 

"გაუგონარი შეტევა ხდება ჟურნალისტ ქეთევან ქარდავაზე, მხოლოდ იმის გამო, რომ მან, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, “გაბედა” თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის მიერ გასაჯაროებული ნარკოტესტის პასუხის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება.

ორმაგი სტანდარტია, როდესაც ამ სრულიად მისაღებ ფორმებში განხორციელებულ ქმედებას გმობენ ის ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, რომლებიც ამართლებენ და მხარს უჭერენ პარტიული ტელევიზიების მოქალაქეთა სახლებში შეჭრას, დეზინფორმაციისა და სიძულვილის გავრცელებას საზოგადოებაში. ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა ჟურნალისტ ქეთევან ქარდავას!" - წერს ოხანაშვილი. 

"ნამდვილად ჩაიტარა თუ არა გახარიამ ნარკოტესტი ვენაში" - ამ სათაურით 22 სექტემბერს გავიდა ჩართვა იმედის ეთერში, სადაც ჟურნალისტმა ქეთევან ქარდავამ ავსტრიელი ექიმი ვენის ქუჩებში ჩაწერა.

ჟურნალისტმა ექიმს გიორგი გახარიას მიერ გავრცელებული ნარკოტესტის პასუხის ასლი აჩვენა და სთხოვა, ეთქვა, ნამდვილად ჩატარდა თუ არა ტესტი გახარიამ. ექიმმა მას ინტერვიუზე უარი რამდენჯერმე უთხრა და განუმარტა, რომ პაციენტის ინფორმაცია კონფიდენციალურია.


close დახურვა