logo
ENG



თიანეთში მწყემსი მოკლეს

24 სექ 202111:09
3 წუთის საკითხავი
clock 1364

თიანეთში მწყემსი მოკლეს. გარდაცვლილი 65 წლის კაცია. ის სოფელ ქვემო ალვანიდან იყო.

ახლობლების თქმით, კაცს ჭრილობები კისრის არეში აქვს მიყენებული.

არსებული ცნობით, მხარეებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც ახალგაზრდა კაცმა მწყემსს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. ის ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ბრალდებულის ვალი ჰქონდა.

შსს-მ ბრალდებული უკვე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა