logo
ENG



პრემიერი გაეროში: მოგმართავთ თხოვნით, დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს მიწების ოკუპაცია

25 სექ 202110:19
3 წუთის საკითხავი
clock 1021

საქართველო აღმასვლას აგრძელებს. ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ. ვძლევთ ახალ კორონავირუსს და გრძელვადიანი გეგმის შესრულებას შევუდგებით დემოკრატიის, ეკონომიკისა და საზოგადოების გასაძლიერებლად. თუმცა, დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია.

რუსეთს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, არამედ ის აქტიურად ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში ჩვენი გაწევრიანების ეროვნულ მისწრაფებებს.


close დახურვა