logo
ENG



ფოთში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა, ზოგიერთ უბანში გათიშულია ელ.ენერგია

25 სექ 202120:56
3 წუთის საკითხავი
clock 1175
ფოთის მერია

ფოთში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა - ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები ახადა, წააქცია ხეები. ზოგიერთ უბანს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

„ფოთის მუნიციპალიტეტში 16:50 საათზე ძლიერი ქარი 17-32 მ/წმ-დე დაფიქსირდა. მერიის შესაბამისი სამსახურები ქალაქის სხვადასხვა უბანში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან. მიმდინარეობს სახლების გადახურვა დროებითი გადასახური მასალით", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ზარალის დადგენა მიმდინარეობს და ოჯახებს შესაბამისი დახმარება გაეწევათ.


close დახურვა