logo
ENG



კობახიძე: ბავშვობიდან ოცნებობდა ივანიშვილი, რომ როგორმე გახარიას იმედები გაემართლებინა

26 სექ 202115:09
3 წუთის საკითხავი
clock 2465
კობახიძე: ბავშვობიდან ოცნებობდა ივანიშვილი, რომ როგორმე გახარიას იმედები გაემართლებინა

ირაკლი კობახიძის შეფასებით, გიორგი გახარია "აჭრილია", როცა ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მისი იმედები ვერ გაამართლა. 

"გახარია სრულიად აჭრილია. ისეთ განცხადებებს აკეთებს, რაც სრულიად არ შედის მის ინტერესებში. სულ რომ თავი დავანებოთ მისი განცხადებების არაადეკვატურობას შინაარსობრივად, ნუ რა ვიცი.. ბიძინა ივანიშვილი  ბავშვობიდან ოცნებობდა იმაზე, რომ როგორმე გახარიას იმედები გაემართლებინა. ეს არის სრულიად არასერიოზული. გახარია ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პრემიერად და დაუტოვა ისეთი გარემო, სადაც მას ერთადერთი - უნდა ეკეთებინა ქვეყნის საქმე. ასეთ დროს მან მყისიერად, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლიდან ერთ თვეში უღალატა ქვეყანას და უღალატა გუნდს და რა ნდობის ვერგამართლებაზე ლაპარაკობს". - თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ყოფილ თანაგუნდელზე

ექსპრემიერმა, პარტიის საქართველოსთვის ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა 25 სექტემბერს ფორმულას ეთერში თქვა, რომ "ბიძინა ივანიშვილმა არა მარტო მისი, არამედ მოქალაქეების ნდობაც არ გაამართლა". 

გიორგი გახარიამ ქართული ოცნება და პრემიერის თანამდებობა 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა - მისი განმარტებით, მიზეზი ნიკა მელიას დაკავების საკითხზე მმართველ გუნდთან აზრთა სხვადასხვაობა იყო. 29 მაისს გახარიამ თავისი პარტიის პრეზენტაცია გამართა. 


close დახურვა