logo
ENG



"ამ დღეს ვიხსენებთ მწუხარებით და იმედით" - დეგნანმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

27 სექ 202110:25
3 წუთის საკითხავი
clock 1407
2021/09/27/fvc3psx8zspojv8.jpg
აშშ-ის საელჩო

სოხუმის დაცემიდან 28 წლისთავზე აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, თავდაცვის ატაშე პოლკოვნიკმა სტეფანი ბეგლიმ და საქართველოში უოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის წევრებმა გმირთა მოედანი გვირგვინით შეამკეს.

"28 წლის წინ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების წინააღმდეგ სოხუმი დაეცა. ამ მძიმე ტრაგედიას ათასობით სიცოცხლე შეეწირა და ასობით ათას ადამიანს სახლის იძულებით დატოვება მოუწია.

ჩვენ ამ დღეს ვიხსენებთ მწუხარებით და იმედით, რომელიც ამდენი იძულებით გადაადგილებული ადამიანის გულში რჩება", - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. 

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. 28 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს რუსეთის შეიარაღებული ძალების, ჩრდილოეთ კავკასიის კონფედერანტებისა და დაქირავებული „ბოევიკების" მეშვეობით, აფხაზმა სეპარატისტებმა აიღეს სოხუმი.


close დახურვა