logo
ENG



შსს-ს ინფორმაციით, ენმ-ის კანდიდატის შვილი ტრანსგენდერი ქალის ცემის ბრალდებით დააკავეს

28 სექ 202123:22
3 წუთის საკითხავი
clock 1176
შსს-ს ინფორმაციით, ენმ-ის კანდიდატის შვილი ტრანსგენდერი ქალის ცემის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი, ლუკა ბიძინაშვილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებული თბილისში, ურთიერთშელაპარაკებისას, ტრანსგენდერ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა და მას სახის არეში დაზიანებები მიაყენა. 

"თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი - ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ლ.ბ. ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ურთიერთშელაპარაკებისას, ტრანსგენდერ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა და მას სახის არეში დაზიანებები მიაყენა. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია.

ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლუკა ბიძინაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს საღამოს მამამისმა, ლევან ბიძინაშვილმა გაავრცელა. როგორც ის ამბობდა, მან არ იცოდა რატომ დააკავეს ან სად წაიყვანეს მისი შვილი. 


close დახურვა