logo
ENG



დეგნანი: სააკაშვილის საქმე იქნება საქართველოს სასამართლო სისტემის ტესტი

02 ოქტ 202114:20
3 წუთის საკითხავი
clock 916
ვახო ქარელი/ფორმულა

აშშ-ის ელჩი, კელი დედგნანი ამბობს, რომ მიხელ სააკაშვილის საქმე ქართული სასამართლოსთვის ტესტი იქნება. 

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ისინი დააკვირდებიან, რომ ამ საქმის მსვლელობა კანონმდებლობისა და საერთაოშიროსო ვალდებულებების შესაბამისად წარიმართოს.

"ბატონი სააკაშვილის საქმე იქნება საქართველოს სასამართლო სისტემის ტესტი. დავაკვირდებით, რომ საქმის მსვლელობა წარიმართოს მიუკერძოებლად და ქართული კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად", - თქვა დეგნანმა

მისივე შეფასებით, საქართველოს სჭირდება მეტი პოლიტიკური სტაბილურობა და არა - პოლარიზაცია.

"გვინდა, რომ ადამიანები იყვნენ არჩევნებზე. საქართველოს სჭირდება მეტი პოლიტიკური სტაბილიზაცია და არა პოლარიზაცია. ამ ქვეყანას სჭირდება, რომ მოაგვაროს სამუშაო ადგილების პრობლემა, მაღალი ფასები, კოვიდი, განათლება, გზები. იმედი გვაქვს, რომ არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ლიდერები დაუბრუნდებიან მუშაობას იმ საკითხებზე, რაც ქართული საზოგადოებისთვისაა პრიორიტეტული",  - ამბობს ელჩი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. მოგვიანებით ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, რის ამსახველი ვიდეომასალაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. სააკაშვილის დაკავება საზოგადოებას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აცნობა. დაკავებიდან ცოტა ხანში სააკაშვილის ახალი მიმართვაც გავრცელდა, სადაც ის მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლისკენ და გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდებს. 

მესამე პრეზიდენტმა პირველ ოქტომბერს დილით გაავრცელა ვიდეომიმართვა და თქვა, რომ ის საქართველოშია და ბათუმში იმყოფება

აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში მმართველი გუნდი სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლას უარყოფდა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ უკრაინულ მხარესთან არიან კომუნიკაციაზე და მესამე პრეზიდენტს საზღვარი არ გადაუკვეთავს

მიხეილ სააკაშვილთან ციხეში იმყოფებოდა სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარიას თქმით, ყოფილი პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს და შიმშილობას აცხადებს. ამასთან, როგორც უკრაინის მოქალაქე, სააკაშვილი უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს. 


close დახურვა