logo
ENG



კალაძე: 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ მოხერხდა, შეიძლება მეც რაღაც დავაკელი ამ პროცესს

03 ოქტ 202112:56
3 წუთის საკითხავი
clock 2492
კალაძე: 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ მოხერხდა, შეიძლება მეც რაღაც დავაკელი ამ პროცესს

ამომრჩეველთა გადაწყვეტილებით, თბილისის მერის ასარჩევად მეორე ტური დაინიშნება, რადგან პირველი ადგილის დაკავების მიუხედავად, 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ მოხერხდა. 

არ დავიწყებ იმ მიზეზების ჩამოთვლას რამ გამოიწვია ეს შედეგი - პოლიტიკური პროცესების დაძაბვამ, სხვადასხვა კანდიდატების მხრიდან ხმების გაყოფამ თუ სხვამ. ვიტყვი ერთს, მე პატივს ვცემ ამომრჩეველთა ნებას და ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც თბილისელები საარჩევნო ყუთთან მიიღებენ. შეიძლება მეც რაღაც დავაკელი ამ პროცესს, შეიძლება მუშაობის პროცესშიც ყველა აქტუალურ საკითხზე შესაბამისი ყურადღება ვერ გავამახვილეთ. ამისთვის ბოდიში.


close დახურვა