logo
ENG



პატიმრობა შეეფარდა პირს, ვის ბინაშიც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს

04 ოქტ 202115:43
3 წუთის საკითხავი
clock 970
2021/10/04/o3tlahw2gy7ba4l.jpeg

ელგუჯა ცომაიას, რომლის სახლშიც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

ელგუჯა ცომაია 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. შსს მას დანაშაულის დაფარვას ედავება, თუმცა როგორც პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ თქვა, დაკავებულს, შესაძლოა, ბრალი კიდევ დაუმძიმდეს.

"შსს-ში მიმდინარეობს გამოძიება, 344-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობთ მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე უკანონო შემოყვანას და სათანადო პირობების შექმნას. ამასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მტკიცებულების მოპოვება და არ არის გამორიცხული ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას დაუმძიმდეს ბრალდება", - თქვა პროკურორმა. 

ამასთან, პროკურორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავეს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. მოგვიანებით ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, რის ამსახველი ვიდეომასალაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. სააკაშვილის დაკავება საზოგადოებას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აცნობა. 

მესამე პრეზიდენტმა პირველ ოქტომბერს დილით გაავრცელა ვიდეომიმართვა და თქვა, რომ ის საქართველოშია და ბათუმში იმყოფება

აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში მმართველი გუნდი სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლას უარყოფდა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ უკრაინულ მხარესთან არიან კომუნიკაციაზე და მესამე პრეზიდენტს საზღვარი არ გადაუკვეთავს


close დახურვა