logo
ENG


შაჰინი: მთავრობა ვერ გადაფარავს მნიშვნელოვან შეშფოთებას დარღვევებზე, ხმების მოსყიდვაზე
ჯინ შაჰინი
05 ოქტ, 2021 19:17
შაჰინი: მთავრობა ვერ გადაფარავს მნიშვნელოვან შეშფოთებას დარღვევებზე, ხმების მოსყიდვაზე
  • 3513ნახვები

მაშინ, როცა მე შვება მომგვარა იმან, რომ არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდობიანად ჩაიარა და არჩევნები ტექნიკურად კარგად ადმინისტრირებული იყო, საქართველოს მთავრობა ვერ გადაფარავს მნიშვნელოვან შეშფოთებას საარჩევნო დარღვევების, დაშინების, ხმების მოსყიდვისა და კანდიდატებზე ზეწოლის გარშემო.

ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რათა ჰქონდეთ მათი ლიდერების და მომავლის არჩევის საშუალება და მე ნათლად ვთქვი, რომ საარჩევნო პროცესი მხოლოდ არჩევნების დღე არაა. შეერთებული შტატების და საქართველოს ურთიერთობა მოითხოვს, რომ საქართველომ დაიცვას მისი დემოკრატიული პრინციპები. მე გავაგრძელებ მოწოდებას ქართველი კანონმდებლების მიმართ, რომ მათ ეს პრინციპები შეასრულონ. თუ ეს ასე არ იქნება, ამას ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაზე ცუდი გავლენა ექნება, რაც არავის ინტერესებში არ შედის. 

 

თქვა აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის, ევროპის ქვეკომიტეტის თავმდჯომარემ, სენატორმა ჯინ შაჰინმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.



ასევე ნახეთ
close დახურვა