logo
ENG



ენმ-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ მცხეთის #9 უბნის კონვერტები იყო დაულუქავი და გახეული

05 ოქტ 202122:01
3 წუთის საკითხავი
clock 573
ენმ-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ მცხეთის #9 უბნის კონვერტები იყო დაულუქავი და გახეული
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის მარიკა დათუკიშვილის განცხადებით, მცხეთის #27 საარჩევნო ოლქის #9 უბანში, დალუქული კონვერტები, რომლებშიც კენჭისყრის შემდეგ დათვლილი ბიულეტენები მოათავსეს, გახეული იყო.

გარდა ამისა, მისივე თქმით, ოქმებში ნათლად იკითხებოდა, რომ უბანზე არის დისბალანსი და მოხდა ე.წ. კარუსელის დატრიალება. 

"გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური სუბიექტის ხმები იყო მოპარული და გამოყენებული ქართული ოცნების სასარგებლოდ. სამივე ტიპის ბიულეტენში მოხდა სერიოზული ცვლილება. რაც შეეხება ბათილ ბიულეტინებს ძირითადად გაბათილდა, რადგან ერთი კონკრეტული კომისის წევრი, რომელიც სავარაუდოდ კარუსელის დატრიალებაზე იყო მიმაგრებული, მას ჰქონდა ხელმოწერა, მაგრამ არ იყო ბეჭედი. შესაბამისად ეს ბიულეტენები ავტომატურად გადადიოდა ბათილ ბიულეტინებში. ეს უბანი ცალსახად უნდა გაბათილდის", - ამბობს დათუკიშვილი. 

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ქართულმა ოცნებამ მთელი საქართველოს მასშტაბით ხმების 46.68% აიღო, თბილისში - 40.33%. 

საქართველოს ხუთივე თვითმმართველ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში მეორე ტური იქნება. ცესკოს მონაცემებით, მეორე ტური ჯამში 20 ქალაქში გაიმართება


close დახურვა