logo
ENG



ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები დააკავეს

07 ოქტ 202116:59
3 წუთის საკითხავი
clock 9289

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი - აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ისინი წყნეთში დააკავეს.

ბრალდებულები 18 სექტემბრიდან იძებნებიან. მათ აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ 20 სექტემბერს იმსჯელა და პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. დაკავებულებს 13-დან 17 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.

ნიკა კვარაცხელია ანჯაფარიძის ქუჩაზე 15 სექტემბერს, დღის საათებში დაჭრეს, ის 16 სექტემბერს გარდაიცვალა. 


close დახურვა